
ზუგდიდის სტადიონის შენებას 9 წელი და 14 მლნ დასჭირდა, თუმცა დასასრულებლად16 მლნ-იანი შესყიდვა გამოცხადდა – "ფლანგვის დეტექტორი"
12/06/2024 06:32:40 საზოგადოება
ანტიკორუფციული ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" ზუგდიდის სტადიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდა და გაარკვია, რომ მის შენებას 9 წელი, 2 ტენდერი და 14 მლნ ლარი დასჭირდა, თუმცა დასასრულებლად კიდევ ერთი 16 მლნ-იანი შესყიდვა გამოცხადდა.
" ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და დასრულება ჯერ 2017 წელს, შემდეგ კი 2020 წელს იყო დაგეგმილი.
2017 წელს გაირკვა, რომ სტადიონი UEFA-ს სტანდარტებს არათუ არ შეესაბამება, არამედ ვარგისიც არ არის - ოთახებში წყალი ჩადიოდა, ბალახი გამხმარი იყო, ბეტონის კედელი კი ფეხბურთელებისთვის საფრთხის შემცველი.
გამოცხადდა მეორე ტენდერი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია ამბობდა, რომ მშენებლობა 2020 წელს დასრულდებოდა.
2024 წელს სტადიონი ისევ დაუსრულებელია და ორი წარუმატებელი ტენდერი სახელმწიფოს თითქმის 14 მილიონი ლარი დაუჯდა.
აისში სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი – 16,300,000–ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ აიღებს დაუსრულებელ პროექტს",– წერია შეტყობინებაში.