Accentnews.ge
ილია დარჩიაშვილი: "პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით"

ილია დარჩიაშვილი: "პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით"

12/06/2024 07:31:21 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ "პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში მოიტანს ახალ იმპულსს პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით".

„გერმანიაში ჩატარებული ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა უკრაინის აღდგენას და დახმარებას, რომლის ორგანიზებაშიც უშუალოდ გერმანია და გერმანიის კანცლერი, შოლცი იყო ჩართული, კიდევ ერთი მორიგი დემონსტრირებაა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა. პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო მყარად და თანმიმდევრულად უდგას მხარში უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ჩვენი მონაწილეობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან ერთად მიეღო მონაწილეობა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელშიც მათ შორის მონაწილეობდა კანცლერი შოლცი და პრეზიდენტი ზელენსკი. მრგვალი მაგიდის ფორმატში კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ჩვენს მხარდაჭერაზე უკრაინის და უკრაინელი ხალხის მისამართით, იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გასწია, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო და ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გააგრძელებს საქართველო მხარდაჭერას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკვე საღამოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, საუბარი ჰქონოდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც მიიღო მონაწილეობა იმ საზეიმო მიღებაში, რომელიც გაიმართა გერმანიის პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობით. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 11 ივნისს მსოფლიო ლიდერებთან ერთად ბერლინში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024) მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მთავარი მიზანი უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა. კობახიძე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მეთაურთა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდნენ. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, „მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში“. ბერლინში კობახიძის გამოსვლა დაცლილი იყო უკვე ტრადიციულად ქცეული ანტიდასავლური გზავნილებისაგან. ქართულ ოპოზიციაში ამ ვიზიტს „ფორმალობად“ აფასებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S