Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ ქალ მოხალისეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ ქალ მოხალისეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

12/06/2024 09:51:05 საზოგადოება

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ მოხალისეს რუსუდან ივანეიშვილს. მას "შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობას" ედავებიან.

როგორც რუსული მედია წერს, 1995 წელს დაბადებული რუსუდან ივანეიშვილი, რომელიც იმერეთიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტიდანაა, საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხებოდა და 2016 წელს მონაწილეობდა ავღანეთში NATO-ს ოპერაცია "გადამწყვეტ მხარდაჭერაში".

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქართველი მოხალისე ცოლ-ქმარი, რუსუდან ივანეიშვილი და გელა ბეგლარაშვილი უკრაინის მხარეს იბრძვიან.

რუსეთს უკრაინაში მებრძოლი არაერთი ქართველი ჰყავს ძებნილად გამოცხადებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S