Accentnews.ge
"რუსეთის დღეს გილოცავთ!" - სომხეთის ევროინტეგრაციის მომხრე სომეხი პოლიტიკოსი საქართველოში არ შემოუშვეს

"რუსეთის დღეს გილოცავთ!" - სომხეთის ევროინტეგრაციის მომხრე სომეხი პოლიტიკოსი საქართველოში არ შემოუშვეს

12/06/2024 11:20:28 პოლიტიკა, სამართალი

პუტინის რუსეთის თაოსნობით მოქმედი "კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან" სომხეთის გასვლისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მომხრე სომეხი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კინორეჟისორი, "სომხეთის ევროპული პარტიის" ლიდერი ტიგრან ხზმალიანი საქართველოში არ შემოუშვეს.

ხზმალიანი ჩვენს ქვეყანას ერთდღიანი საქმიანი ვიზიტით უნდა სწვეოდა.

როგორც თავად ყვება, ქართველმა მესაზღვრეებმა სამი საათი ალოდინეს, რის შემდეგაც ქვეყანაში არ შემოუშვეს და პასპორტი ყოველგვარი მიზეზების განმარტების გარეშე დაუბრუნეს. ხზმალიანს ფეხით მოუწია სამშობლოში დაბრუნება.

"რუსეთის დღეს გილოცავთ!" - დაწერა სომეხმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში.

საქართველოს შსს-ში ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.

ამასწინათ ხზმალიანი აქტიურად უჭერდა მხარს "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" რუსულის ანალოგიური კანონის საწინააღმდეგოდ თბილისში მიმდინარე მრავალათასიან პროტესტს.

ცნობისთვის: საქართველოს ხელისუფლება ხშირად ეუბნება უარს ქვეყანაში შემოსვლაზე რუს ოპოზიციონერებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს, ასევე რუსეთის იმ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც კრემლის პოლიტიკას არ ემხრობიან და უკრაინაში შეჭრას გმობენ. ანალოგიური მიდგომა აქვს "ოცნების" ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მიმართ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S