
უკრაინელმა სამხედროებმა ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყეს
12/06/2024 13:31:15 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყეს, - იტყობინება უკრაინის გენშტაბი.
„დარტყმის შედეგად S-300 და S-400 კომპლექსების ორი რადარი განადგურდა. მესამე რადარის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - წერს უკრაინის გენშტაბი ტელეგრამ – არხზე.
გენშტაბის ცნობით, დარტყმების სამიზნეს ბელბეკთან და სევასტოპოლთან ერთი S-300 და ორი S-400 სისტემა წარმოადგენდა.
ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე უკრაინელმა სამხედროებმა ორი დღის წინაც მიიტანეს იერიში.