
ძიძიგური: შევარდნაძის დროში დავბრუნდით!
12/06/2024 13:38:56 პოლიტიკა, ციტატა
„სად ფეისბუქ–სტატუსი [ხელისუფლებისადმი კრიტიკული]და სად სახლთან დახვედრა და ადამიანისთვის ცხვირის ჩამტვრევა?! შევარდნაძის დროში დავბრუნდით! მაშინ ასე უსწორდებოდნენ ოპონენტებს! მიღებული ფორმა იყო. ამ გადმოსახედიდან ზოგიერთს კი ჰგონია, რომ დემოკრატია იყო, სიტყვის თავისუფლება... მაგრამ ყველაზე მწარე ოპონენტები ვიყავით მაშინ შევარდნაძის რეჟიმისთვის და ასე გვისწორდებოდნენ. ეს შიშსაც აჩვენებს [ხელისუფლების] და უტვინობასაც!“,– ამბობს კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური ხელისუფლების კრიტიკოსებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით. ამ დრომდე „აგენტების კანონის“ ინიციირების შემდეგ მომხდარ არც ერთი ფაქტზე პასუხისმგებაში არავინაა მიცემული.