Accentnews.ge
Amnesty International – ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმაზე: "ხელისუფლების ქმედებები შეიძლება, იქნას აღქმული, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე კრიტიკოსების მიმართ"

Amnesty International – ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმაზე: "ხელისუფლების ქმედებები შეიძლება, იქნას აღქმული, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე კრიტიკოსების მიმართ"

12/06/2024 13:40:27 სამართალი

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ხელისუფლების ქმედებები შეიძლება, იქნას აღქმული, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე კრიტიკოსების მიმართ".

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშევი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკოსებზე თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს.

მისი თქმით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ათობით მსგავსი ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებიდან რამდენიმე საათში მოხდა, რომელშიც აქტივისტს ხელისუფლების წევრების მიმართ მუქარაში ადანაშაულებს.

"ხელისუფლებამ ძალადობის ციკლი უნდა დაასრულოს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ყველა ძალადობრივი თავდასხმა და პასუხისმგებელი პირების, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, სამართლიანი სასამართლოს გზით დასჯა უზრუნველყოს", - განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S