Accentnews.ge
„გამოვალთ" - ფაშინიანი ОДКБ-ში სომხეთის წევრობის შესახებ

„გამოვალთ" - ფაშინიანი ОДКБ-ში სომხეთის წევრობის შესახებ

12/06/2024 13:46:39 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) დატოვებს.

"გამოვალთ. გადავწყვეტთ, როდის",– თქვა ნიკოლ ფაშინიანმა "სამთავრობო საათის" ფარგლებში ოპოზიციონერი დეპუტატის რეპლიკის პასუხად, რატომ გამოხატავს უკმაყოფილებას სომხეთი ორგანიზაციის მიმართ და არ ტოვებს მას.

"თქვენ რას ფიქროპბთ? როგორია შემდეგი ნაბიჯი? ფიქრობთ, რომ უკან დავბრუნდებით? არა, სხვა გზა არაა! არ ინერვიულოთ, უკან არ დავბრუნდებით",– აღნიშნა ფაშინიანმა.

მანამდე ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ, სადაც წამყვანი როლი რუსეთს აქვს, არ შეასრულა ვალდებულებები ერევნის წინაშე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S