
კახეთში ძლიერი სეტყვაა
12/06/2024 16:21:22 რეგიონები, საზოგადოება
კახეთში ძლიერი სეტყვაა.
იტყობინებიან, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სტიქიის შედეგად დაზიანდა ვენახები და ნათესები.
"საშინელი სეტყვა მოვიდა თელავის რაიონში, განადგურებულია მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავები" - ამბობს ენმ-ის წევრი გიორგი ბოტკოველი.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ვითარებას ეცნობიან.
კვირის დასაწყისში ძლიერმა სეტყვამ განსაკუთრებით იმერეთის რეგიონი დააზარალა.