
რუსეთის დახმარებისთვის აშშ-ის ახალი სანქციბის ქვეშ მოექცნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, მათ შორის, თურქეთიდან, ჩინეთიდან და ბულგარეთიდან
12/06/2024 18:58:02 მსოფლიო
აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ შემოიღო ახალი სანქციები, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.
რუსეთის თავდაცვის სფეროდან სანქციები შეეხო კომპანიებს, რომლებიც სამხედრო ტექნიკას ამზადებენ - დრონებიდან გემებამდე - და მათ ნაწილებს, ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებს, საბრძოლო მასალას, ელექტრონიკას, ასევე სამხედრო ტექნიკის შემკეთებელ კომპანიებს.
ახალ სასანქციო სიაში ასევე მოხვდა 90-ზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი რუსეთიდან, ბელარუსიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს.
აშშ–ის სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ეყრდნობა “მიწოდებების რთულ ტრანსნაციონალურ ჯაჭვებს,” რათა “კვებოს საკუთარი სამხედრო მანქანა და სამხედრო ძალისხმევების მხარდაჭერისთვის მატერიალური საშუალებები აწარმოოს.”