Accentnews.ge
აშშ და უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას 13 ივნისს მოაწერენ ხელს

აშშ და უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას 13 ივნისს მოაწერენ ხელს

12/06/2024 19:41:46 მსოფლიო

აშშ უკრაინასთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას 13 ივნისს მოაწერს ხელს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს იტალიაში, G7-ის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან. ცოტა ხნით ადრე ზელენსკი ბაიდენს საფრანგეთში შეხვდა, სადაც თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

"შეხვედრის შემდეგ ლიდერები ხელს მოაწერენ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც იქნება ნათელი განაცხადი, რომ ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიანი გარანტია იქნება ჩვენი თანამშრომლობის, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში",- თქვა სალივანმა.

მისი თქმით, "შეთანხმებაზე ხელმოწერით, ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთს სიგნალს ვუგზავნით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S