Accentnews.ge
მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა იზრდება

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა იზრდება

29/05/2019 10:19:19 სხვა, საზოგადოება

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება.

შესაბამისი ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ხორციელდება, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით - 88 ხმით (ხუთი წინააღმდეგი) დაამტკიცა.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S