Accentnews.ge
აშშ–ის სანქციების შედეგად დღეიდან მოსკოვის ბირჟა დოლარით და ევროთი ვეღარ ივაჭრებს

აშშ–ის სანქციების შედეგად დღეიდან მოსკოვის ბირჟა დოლარით და ევროთი ვეღარ ივაჭრებს

13/06/2024 05:59:55 მსოფლიო

აშშ–ის სანქციების შედეგად დღეიდან მოსკოვის ბირჟა დოლარით და ევროთი ვეღარ ივაჭრებს.

მოსკოვის ბირჟის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 13 ივნისიდან „სავალუტო ბაზარზე და ძვირფასი მეტალების ბაზარზე ვაჭრობა განხორციელდება ყველა ინსტრუმენტით, გარდა აშშ დოლარის და ევროსი“.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ბირჟის მიღმა დოლარით და ევროთი ვაჭრობა გაგრძელდება.

მოსკოვის ბირჟა რუსეთის ფინანსური სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც ბანკები, ბიზნესი და ინვესტორები ვალუტას ყიდულობენ და ყიდიან. რუსეთის ცენტრალური ბანკი სწორედ ამ ვაჭრობის შედეგების მიხედვით ადგენდა ეროვნული ვალუტის, რუბლის კურსს.

ამიერიდან რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის კურსს დაადგენს ბანკების ანგარიშგების და ბირჟის მიღმა ვაჭრობის მონაცემების მიხედვით. ანალიტიკოსების განმარტებით, კურსის განსაზღვრა გაუმჭვირვალე გახდება.

12 ივნისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები გააფართოვა და ჩამონათვალს მოსკოვის ბირჟაც(MOEX) დაამატა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S