
ელისეის სასახლე: „დიდი შვიდეული“ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდა
13/06/2024 06:05:25 მსოფლიო
ელისეის სასახლეს ცნობით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ოფიციალურად „დიდი შვიდეულის“ 13-14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე დამტკიცდება.
უკრაინა თანხას 2024 წლის ბოლომდე მიიღებს.
საუბარია აშშ-ს წინადადებაზე, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის კრედიტის გადაცემას ითვალისწინებს და თანხა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან დაიფარება.