
საქსტატი: იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში ექსპორტი 9,2%-ით შემცირდა, იმპორტი 0,5%–ით გაიზარდა
13/06/2024 07:37:51 ეკონომიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 419.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 2 274.0 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ შემცირდა 9.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 6 145.9 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 0.5 პროცენტი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში 3 872.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.0 პროცენტია.