Accentnews.ge
"ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად": 2 დღის ვადას ვაძლევთ გარემოს დაცვის სამინისტროს, გვითხრას პასუხი, როდის შეგვხვდება მინისტრი

"ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად": 2 დღის ვადას ვაძლევთ გარემოს დაცვის სამინისტროს, გვითხრას პასუხი, როდის შეგვხვდება მინისტრი

13/06/2024 08:12:43 საზოგადოება

მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" განცხადებას ავრცელებს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2 დღის ვადას აძლევს, რათა მიიღონ პასუხი, როდის შეძლებს მინისტრი პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრას.

მოძრაობის მოთხოვნაა შეხვედრა საჯარო ფორმატში მომდევნო კვირის განმავლობაში გაიმართოს:

"ბოლო დღეების განმავლობაში, სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი ქვეუწყება, დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ დრომდე არ გამოხმაურებიან, მოსახლეობა 2 დღის ვადას ვაძლევთ, რა დროშიც უნდა გვითხრან პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეძლებს მინისტრი ჩვენთან შეხვედრას. შეხვედრა საჯარო ფორმატში, შემდეგი კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს კონკრეტული ზომების მიღება".

შეგახსენებთ, რომ ბალდის კანონის მშენებლობის მოწნიააღმდეგეები თვეებია, კარავში ათენებენ ღამეს. 11 ივნისის ღამეს მშენებლობის მოწინააღმდეგეებს საპროტესტო კარავში თავს დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით ორი ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით, მუქარის ბრალდებით დააკავეს მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S