
აქციაზე დაკავებული გურამ ადამია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა
13/06/2024 09:35:40 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და მას სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
გამოძიება გურამ ადამიას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
IT სპეციალისტი გურამ ადამია პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 13 მაისს დააკავეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს.