
უკრაინა და იაპონია უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ
13/06/2024 10:03:27 მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში უკრაინა და იაპონია უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასთან შეხვედრების დროს ჩვენ ხელს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს მოვაწერთ. აშშ-სთან დოკუმენტი უპრეცედენტო იქნება, როგორც ეს უკრაინის მხარდამჭერ ლიდერებს შეეფერება“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ტელეგრამ– არხზე.
იაპონიასთან და აშშ-სთან უსაფრთხოების ხელშეკრულებებზე ხელის მოწერით, უკრაინა „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებთან მსგავსი ორმხრივი შეთანხმებების გაფორმების პროცესს დაასრულებს.