
რუსეთი ქერჩის ხიდის შენარჩუნებას ამჯერად S-500-ით ცდილობს
13/06/2024 12:26:01 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის კირილო ბუდანოვის ცნობით, რუსეთმა, ქერჩის ხიდის სარაკეტო თავდასხმებისგან დასაცავად, S-500-ის ტიპის უახლესი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის ელემენტები გადაისროლა.
"ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ძლიერდება. ეს ცხადი და გასაგებია. S-500-ი სისტემის ელემენტები უკვე გამოჩნდა. ეს, პრინციპში, მათი ექსპერიმენტული გამოყენება იქნება" - გთქვა ბუდანოვა.
მისი ინფორმაციით, ოკუპანტები აგრძელებენ ქერჩის ხიდის გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის:
"ქერჩის ხიდი ყოველთვის გამოიყენებოდა და გამოიყენება, და, სანამ ის იარსებებს, მათ გამოიყენებენ. ის, რომ ძირითადი ტვირთების გადასატანად ბორნებსაც იყენებენ , სიმართლეა, მაგრამ ხიდის გამოყენებითაც ხდება პირადი შემადგენლობის გადასროლა და ტვირთების გადატანა. სამხედრო დანიშნულების ტვირთების რაოდენობა შეიძლება ცოტა იყოს, მაგრამ პირადი შემადგენლობისთვის - ეს ძირითადი გზაა".
რუსული S-500 საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო კომპლექსია.
უკრაინა ახორციელებს იერიშებს ყირიმში არსებულ რუსულ საზენიტო სარაკეტო კომპლექსებზე. მიმდინარე კვირაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით, იერიშები მიიტანეს ჯანკოიში, ჩერნომორსკოეში, ევპატორიაში, ბელბეკსა და სევასტოპოლში განლაგებულ C-300-ის და C-400-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსებზე.