
გერმანიამ თავისი "პატრიოტების" მარაგის მეოთხედი უკრაინას გადასცა - თავდაცვის მინისტრი
13/06/2024 12:39:55 მსოფლიო
გერმანიას არ შეუძლია უკრაინისთვის "პატრიოტის" მეტი საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდება, რადგან უკვე გადასცა საკუთარი რეზერვების მეოთხედი, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 13 ივნისს ბრიუსელში უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომამდე.
მთლიანობაში, ქვეყანამ გამოაცხადა კიევისთვის სამი სისტემის მიწოდება.
”ახლა ჯერი სხვა პარტნიორებზეა, რომელთაც უნდა მიაწოდონ სისტემები”, - თქვა პისტორიუსმა.
მისი თქმით, გერმანია ასევე უზრუნველყოფს "პატრიოტის" მართვის კუთხით წვრთნებს და აწვდის შორი მოქმედების რაკეტებს მისთვის.
მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მალე მიაწვდის უკრაინას "პატრიოტის" მესამე სისტემას, IRIS-T და Gepard-ის საზენიტო დანადგარებს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას.
უკრაინის ხელისუფლება სულ უფრო ხშირად მოუწოდებს მოკავშირეებს, გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა შეტევა დაიწყეს ჩრდილოეთ ხარკოვის რეგიონში გასულ თვეში. ამ თავდასხმამ ახალი ფრონტი გახსნა, რამაც უკრაინა აიძულა, ძალები სხვა მიმართულებიდან გადაესროლა.
უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა 13 და 14 ივნისს გაიმართება. ალიანსის გენერალური მდივნის სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეები განიხილავენ, თუ როგორ უნდა "უზრუნველყვეს უკრაინის მოსალოდნელი გრძელვადიანი მხარდაჭერა".