Accentnews.ge
სანქცირებული რუსული კომპანიის შვილობილი "Red Wings" საქართველოსთან ავიამიმოსვლას აფართოებს

სანქცირებული რუსული კომპანიის შვილობილი "Red Wings" საქართველოსთან ავიამიმოსვლას აფართოებს

13/06/2024 12:47:30 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა ფართოვდება. ამ დღეებში ცნობილი გახდა რუსული კომპანია Azimuth-ის მიერ მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის რეისების განხორციელების დაწყების შესახებ, დღეს კი - სანქცირებული რუსული კომპანიის შვილობილის - Red Wings-ის მიერ ბათუმისკენ სამი ახალი რეისის ამოქმედების თაობაზე.

სოჭი-ბათუმი-სოჭის რეისზე ბილეთების გაყიდვა იმოქმედებს 22 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე. ფრენები კვირაში ორჯერ - ოთხშაბათობით და შაბათობით შესრულდება.

ყაზანი-ბათუმი-ყაზანის რეისები 7 ივლისიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაობით განხორციელდება.

Red Wings აპირებს, იფრინოს ბათუმში ბაშკირეთიდანაც: რეისები უფა-ბათუმი-უფა 4 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხუთშაბათობით შესრულდება.

"ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ ნათლად გამოიკვეთა, რომ რუს ტურისტებში ქართული კურორტები კვლავინდებურად პოპულარულია. ოპერატორი კომპანია TAV-Georgia-ს სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ბათუმის აეროპორში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34%-ით იყო გაზრდილი. დარწმუნებულები ვართ, რომ სამი რუსული ქალაქიდან ბათუმისკენ ჩვენი რეისები მაღალი მოთხოვნით ისარგებლებს" - აცხადებს Red Wings-ის დირექტორის მოადგილე კომერციულ დარგში ალექსანდრე კრუტოვი.

ამ სამი ახალი რეისის ჩათვლით Red Wings-ი ბათუმის მიმართულებით რუსეთის უკვე შვიდი ქალაქიდან იფრენს.

ცნობისთვის: მედია ცოტა ხნის წინ წერდა, რომ სულ მიმდინარე თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის 400-ზე მეტი რეისი იყო დაგეგმილი, რაც წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელია.

თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ მთლიანობაში ზაფხულის სეზონზე 13600 ავიარეისის განხორციელება იგეგმება, რომელთაგან რუსეთზე 1761, ანუ საერთო რაოდენობის 13% მოდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S