Accentnews.ge
უკრაინის მხარდაჭერა იზრდება" – "რამშტეინს" ახალი წევრი ჰყავს

უკრაინის მხარდაჭერა იზრდება" – "რამშტეინს" ახალი წევრი ჰყავს

13/06/2024 12:48:43 მსოფლიო

არგენტინა გახდა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ახალი წევრი "რამშტეინის" ფორმატში, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ჯგუფის რეგულარული შეხვედრის გახსნისას.

„უკრაინის მხარდაჭერა იზრდება. ამიტომ, მივესალმები არგენტინის, როგორც საკონტაქტო ჯგუფის ახალი წევრის ძალისხმევას“, - თქვა მან.

„არგენტინამ უკრაინის უფრო აქტიური მხარდაჭერა 2023 წლის ნოემბერში ახალი პრეზიდენტის ხავიერ მაილის არჩევის შემდეგ დაიწყო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო მის ინაუგურაციაში. უკრაინელი ბავშვების დაბრუნების კოალიციას არგენტინა მიმდინარე წლის მაისში შეუერთდა.

აშშ-ის ხელმძღვანელობით "რამშტეინი", რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და კოორდინაციას უწევს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, 23-ე შეხვედრას 13 ივნისს მართავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S