Accentnews.ge
"თავდაცვა არ არის ესკალაცია" – სტოლტენბერგი რუსეთში სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებაზე

"თავდაცვა არ არის ესკალაცია" – სტოლტენბერგი რუსეთში სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებაზე

13/06/2024 13:37:42 მსოფლიო

ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა შეამცირონ ან უარი თქვან რუსეთში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის დასავლური იარაღის გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე,– განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომამდე.

„ჩვენ უნდა გავიგოთ რა არის ომი და აგრესია. რუსეთი უკრაინას საერთაშორისო სამართლის დარღვევით უტევს. და, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას აქვს უფლება თავდაცვის, მათ შორის, თავდასხმების სამხედრო ობიექტებზე აგრესორის - რუსეთის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის თავდაცვის უფლება არ არის ესკალაცია და ეს ნატოს არ აქცევს კონფლიქტის ნაწილად.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთმა გახსნა ახალი ფრონტი ჩრდილოეთ უკრაინაში, რადგან მას შეუძლია, დაუსჯელად განახორციელოს საარტილერიო დარტყმები საკუტარი ტერიტორიიდან.

„სანამ რუსული საარტილერიო სისტემები შეუფერხებლად მოქმედებენ რუსეთის ტერიტორიაზე საზღვრის გასწვრივ, უკრაინელებს ძალიან გაუჭირდებათ თავის დაცვა“, - თქვა ნატოს გენმდივანმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინელი მფრინავების და ტექნიკური პერსონალის წვრთნას F-16-ის უკრაინული გამოყენებისთვის, მაგრამ არ დაუსახელებია ვადები, როდის მოხერხდება მებრძოლების უსაფრთხოდ ოპერირება უკრაინაში.

ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის წინა დღეს იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეები განიხილავენ, თუ როგორ უნდა "უზრუნველვყოთ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა".

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების შესახებ დისკუსია გამოაცხადა.

უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა 13 და 14 ივნისს გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S