
ბრიტანეთი უერთდება სანქციებს პუტინის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ
13/06/2024 13:54:05 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პირველად დააწესა სანქციები ტანკერების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტში. ასევე, სანქციები დაუწესა კომპანია Ingosstrakh-ს, რომელიც გახდა ჩრდილოვანი ფლოტის გემების ერთ-ერთი წამყვანი დამზღვევი.
შემზღუდავ ზომებს დაუქვემდებარეს გემებიც, რომლებიც ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში საბრძოლო მასალის მიწოდებას ახორციელებდნენ.
13 ივნისს გამოცხადებული სანქციები მოიცავს ოთხ ტანკერს, რომლებიც ცურავდნენ კამერუნის, კუკის კუნძულების და გაბონის დროშების ქვეშ. ისინი "ეწევიან აქტივობებს, რომელთა მიზანი ან შედეგია უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობისთვის საფრთის შექმნა, ან რუსეთის მთავრობისგან სარგებლის ან მხარდაჭერის მიღება". სანქციებს დაქვემდებარებულ გემებს, კერძოდ, ეკრძალებათ წვდომა ბრიტანეთის პორტებზე და მათი რეგისტრაცია დიდი ბრიტანეთის გადაზიდვების რეესტრში შეიძლება შეწყდეს.
ამრიგად, დიდი ბრიტანეთი შეუერთდა შეერთებულ შტატებს, რომელმაც შემოიღო შემაკავებელი ზომები 2023 წლის ოქტომბრიდან თითქმის 40 გემის წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებულ ზღვრულ ფასს.