Accentnews.ge
უკრაინამ და იაპონიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და იაპონიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

13/06/2024 17:24:12 მსოფლიო

უკრაინამ და იაპონიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2024 წლის განმავლობაში იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდ დოლარს გადასცემს.

მისივე თქმით, შეთანხმება უსაფრთხოების, თავდაცვისა და ჰუმანიტარულ სფეროებში დახმარებას და ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებში თანამშრომლობას მოიცავს.

"გარდა ამისა, შეთანხმება გულისხმობს აგრესორის წინააღმდეგ სანქციებს და აგრესორის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობებს. ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ, რომ იაპონია ითანამშრომლებს უკრაინასთან, მის რეკონსტრუქციასა და აღდგენაში. იაპონიისთვის ამ ტიპის შეთანხმება და მხარდაჭერის ეს დონე გარღვევაა", - წერს ზელენსკი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S