
სოხუმი-თბილისს:"მიხედეთ თქვენს შიდა პრობლემებს, რომელიც არც თუ ცოტა გაქვთ"
10/01/2020 13:26:10 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სოხუმში მიმდინარე მოვლენებზე თბილისში გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება. მათ შორის იმ ნაწილს, სადაც ცალკეული პოლიტიკოსები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩაერთონ პროცესებში.
"ნუ ერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში. მიხედეთ თქვენს შიდა პრობლემებს, რომელიც არც თუ ცოტა გაქვთ. ჩვენ კი თავადვე ვიპოვით გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან", - წერს დაურ კოვე ფეისბუკის გვერდზე.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გუშინ [9 იანვარს] დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
ამასთან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.
იხილეთ ასევე