
უკრაინამ და აშშ-მა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს
13/06/2024 19:22:51 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ცნობილია, რომ აშშ "დიდი შვიდეულის" სახელმწიფოებოდან ბოლო და ჯამში, მე-17 ქვეყანაა, რომელმაც უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი მოაწერა.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება უკრაინისთვის, მათ შორის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას მოიცავს.
"დიდი შვიდეულის" სამიტს წელს ფორუმის პრეზიდენტი ქვეყანა, იტალია მასპინძლობს. სამიტი ქალაქ ფასანოში 13 ივნისს დაიწყო და 15 ივნისამდე გაგრძელდება.
სამიტს, გარდა წევრი ქვეყნების (კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ირალია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და აშშ) პირველი პირებისა, ევროკავშირის ლიდერებიც ესწრებიან. წლევანდელ სამიტზე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.