Accentnews.ge
აქტივისტი ამბობს, რომ დეპუტატ ოდიშარიასთვის "რუსო მონა"–ს დაძახების შემდეგ სამმა პირმა სცემა [ვიდეო]

აქტივისტი ამბობს, რომ დეპუტატ ოდიშარიასთვის "რუსო მონა"–ს დაძახების შემდეგ სამმა პირმა სცემა [ვიდეო]

14/06/2024 06:14:08 საზოგადოება

აქტივისტი ბექა პაპაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ერთ-ერთ სუპერმარკეტში "რუსო მონა" დაუძახა, მოგვიანებით კი სამმა პირმა სცემა.

როგორც ის აღნიშნავს, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მისი თანდასწრებით თქვა, რომ ოდიშარიას შვილია.

პაპაშვილი ფეისბუქზე ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს და წერს:

"ყველგან დაგხვდებათ თავისუფალი მოქალაქის წინააღმდეგობა. ყოველთვის მოგკითხავთ პასუხს ქვეყნის გაყიდვისათვის...".

კადრებში ჩანს, რომ ის დეპუტატ ბექა ოდიშარიას მიმართავს:

"შეურაცხყოფას ვის აყენებ შენ, რუსო? რუსულ კანონზე ხელი რატომ მოაწერე? რუსი ხარ! რუსო მონა!". ამ მიმართვისას ოდიშარიას თანმხლები პირი ცდილობს მისთვის ხელის შეშლას.

ბექა პაპაშვილი ტელეკომპანია "პირველთან" საუბარში ჰყვება, რომ ოდიშარიას დაცვის თანამშრომელმა არ მისცა შესაძლებლობა ახლოს მისულიყო დეპუტატთან.

"დღეს უკვე "ქართული ოცნების" წევრები დაცვის გარეშე ვერ გადაადგილდებიან და დაცვის თანხლებით დადიოდა მაღაზია და ალბათ, სახლშიც უზიან. იმ დაცვამ არ მომცა შესაძლებლობა, ახლოს მივსულიყავი – ცდილობდა, ხელი ეკრა, მემუქრებოდნენ. როდესაც გავედი გარეთ, ორი წუთი მოვანდომე გარეთ მეგობარს რომ დავლოდებოდი და ამ დროს მოვარდნენ მისი ზონდერები, მისი შვილიც, ასევე ზონდერი აღმოჩნდა, რომელმაც ამაყად თქვა, რომ "ოდიშარიას შვილი ვარო". სამი ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად",– თქვა მოგვიანებით აქტივისტმა და დასძინა, "ეს არ იქნება დასასრული, ყველგან დავხვდებით".

„აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში „მოღალატეებს“ და „მონებს“ უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს. მმართველ გუნდში ამ აქტივობას "ბულინგს და "ტერორს" უწოდებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S