Accentnews.ge
უკრაინა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონის და 7 რაკეტის განადგურების შესახებ იტყობინება

უკრაინა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონის და 7 რაკეტის განადგურების შესახებ იტყობინება

14/06/2024 06:27:39 მსოფლიო

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე 14 რაკეტისა და 17 Shahed-ის ტიპის დრონის გამოყენებით სარაკეტო - საჰაერო დარტყმა განახორციელეს,– იტყობინება ქვეყნის საჰაერო ძალებიდან დილის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს Х-101/Х-555 ტიპის 10 ფრთოსანი რაკეტით, Х-47М2 ტიპის აერობალისტიკური, „კინჟალის“ რაკეტით, „ისკანდერ მ“ ტიპის ბალისტიკური 3 რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 17 დრონით.

საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა ხმელნიცკის, ხარკოვის, ნიკოლაევის, ოდესის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და კიროვოგრადის ოლქებში 24 საჰაერო სამიზნე: Х-101/Х-555 ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 17 დრონი გაანადგურეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S