Accentnews.ge
კუბაში რუსული სამხედრო გემების შესვლიდან 24 საათში გუანტანამოს ყურეში ამერიკული წყალქვეშა ნავი შევიდა

კუბაში რუსული სამხედრო გემების შესვლიდან 24 საათში გუანტანამოს ყურეში ამერიკული წყალქვეშა ნავი შევიდა

14/06/2024 06:51:52 მსოფლიო

კუბაში, ჰავანას პორტში რუსული სამხედრო გემების შესვლიდან 24 საათში კარიბის ზღვაში, გუანტანამოს ყურეში ამერიკული წყალქვეშა ნავი "Helena" შევიდა.

შეერთებული შტატების შეიარღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, "გემი ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების მისიას ასრულებს და მისი ტრანზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი".

12 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ატლანტის ოკეანეში მაღალი სიზუსტის სარაკეტო იარაღის გამოყენებით წვრთნების დასრულების შემდეგ, ჰავანის პორტში შევიდნენ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ატომური წყალქვეშა ნავი „ყაზანი“ და კიდევ სამი გემი". რუსეთში ამას „არაოფიციალური ვიზიტი“ უწოდეს. გემები ჰავანაში 17 ივნისამდე დარჩებიან.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ 12 ივნისს განმარტა, რომ კუბაში რუსული სამხედრო გემების ვიზიტი სიურპრიზი არ არის და ამერიკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა აღნიშნეს, რომ მათ გადაადგილებას ყურადღებით აკვირდებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S