
რუსეთმა "ქართული ლეგიონი" „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
14/06/2024 07:14:46 საზოგადოება
უკრაინის მხარეს მებრძოლი "ქართული ლეგიონი" რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული მედიარესურსი TASS რუსეთის ФСБ–ზე დაყრდნობით წერს.
„ФСБ-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამხრეთ რაიონულმა სამხედრო სასამართლომ გასამხედროებული ფორმირება „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო. ამ გადაწყვეტილების და ფედერალური კანონის "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საფუძველზე, ფორმირება შეტანილი იქნა ორგანიზაციების ერთიან ფედერალურ სიაში,მისი საქმიანობა აკრძალულია. რუსეთის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ რუსეთის სპეცსამსახურში.
მანამდე "ქართული ლეგიონის" ლიდერმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ მის მოწამვლას ცდილობდნენ. მამულაშვილი, უკრაინაში მებრძოლი სხვა არაერთი ქართველის მსგავსად, რუსეთში იძებნება.
"ქართული ლეგიონი" არის მოხალისეთა შეიარაღებული ფორმირება, რომელიც იბრძვის უკრაინის არმიის მხარეზე. იგი ძირითადად შედგება ყოფილი ქართველი სამხედრო პერსონალისგან, რომლებსაც აქვთ საბრძოლო გამოცდილება.