
რუსეთში განაცხადეს, რომ ათეულობით დრონით თავდასხმის შედეგად დაზიანდა ნავთობსაცავი და შეფერხდა ელექტრომომარაგება
14/06/2024 08:02:50 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა 80-ზე მეტი დრონით მასიური თავდასხმის შესახებ 14 ივნისის ღამეს, რომლებიც აღმოჩენილი იქნა რუსეთის ბელგოროდის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, კურსკის, როსტოვის ოლქების ტერიტორიებზე და ოკუპირებული ყირიმის თავზე.
რუსული ირწმუნება დრონების განადგურების შესახებ, იმავდროულად, რუსეთის რეგიონების ადგილობრივი ხელმძღვანელები საუბრობენ ზიანზე.
კერძოდ, რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის ვასილი გოლუბევის თქმით, მოროზოვსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე დასახლებული პუნქტი. როგორც რუსული გამოცემა Astra აღნიშნავს, მოროზოვსკში სამხედრო აეროდრომია განთავსებული. 5 აპრილს უკვე განხორციელდა თავდასხმა - შემდეგ დაიჭრნენ შტაბის უფროსი, ეფესბე–ს და სპეცრაზმის თანამშრომლები, დაიღუპა ერთი რუსი სამხედრო.
რუსეთის ვორონეჟის ოლქში, გუბერნატორ ალექსანდრე გუსევის ცნობით, , უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ ნავთობის საცავს და დააზიანეს საწვავის ავზები. „უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მსუბუქად დაზიანდა გამოუყენებელი ნავთობის საწყობის ავზი. არც ხანძარი ყოფილა, არც მსხვერპლი და არც ინფრასტრუქტურის სხვაგვარი განადგურება“, - წერს ის.
რუსეთის სხვა რეგიონების ხელისუფლებებს, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის ქვეშ მოექცნენ, ჯერ არ უხსენებიათ შედეგები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის უკან კიევი დგას. უკრაინულ მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის შემდეგ რუსული რეგიონები ხშირად ხდებიან დრონების სამიზნე.