Accentnews.ge
რომის პაპი, G7-ის სამიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრას გამართავს ზელენსკისთან

რომის პაპი, G7-ის სამიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრას გამართავს ზელენსკისთან

14/06/2024 08:42:43 მსოფლიო

დღეს, 14 ივნისს რომის პაპი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს მსოფლიო ლიდერებთან იტალიაში, "დიდი შვიდეულის" (G7) სამიტზე, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, იუწყება ვატიკანის პრესსამსახური.

აღინიშნა, რომ რომის პაპი ფრანცისკე მონაწილეობას მიიღებს G7–ის სესიაში, რომელიც მიეძღვნება ხელოვნური ინტელექტის საკითხებს, ასევე გამართავს რიგ შეხვედრებს სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან.

ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი შეეხო გლობალური სამშვიდობო სამიტის მომზადებას, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება.

მაისში ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიამ მიიწვია რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის სამშვიდობო სამიტზე. რომის პაპ ფრანცისკეს შვეიცარიის პრეზიდენტ ვიოლა ამგერდთან შეხვედრის შემდეგ ვატიკანმა დაადასტურა მისი მონაწილეობა, მაგრამ აღნიშნა, რომ ღონისძიებას რომის პაპის წარმომადგენელი დაესწრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S