ელჩი – პროექტ „საბჭოთა მეხსიერებაზე“: აქ დოკუმენტირებულმა ქართველმა ხალხმა გადმოსცა, რაც განიცადა, რათა ეს ისტორია არასოდეს განმეორებულიყო ან დავიწყებას მისცემოდა

14-06-2024 12:40:02 ციტატა

"ზეპირი ისტორიები, რომლებიც აქ არის დოკუმენტირებული, არის ქართველი ხალხის რეალური ხმები და ისტორიები, რომლებიც ცხოვრობდნენ სასტიკი საბჭოთა რეჟიმის დროს. მართლაც წარმოუდგენელია, რომ მათ დრო დაუთმეს, რათა განეხილათ ის, რაც განიცადეს, რათა ეს ისტორია არასოდეს განმეორებულიყო ან დავიწყებას მისცემოდა. უკვე რვა თვეა, რაც საქართველოში ვარ და ვფიქრობ, ყველაზე დიდი მახასიათებელი, რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, არის გამძლეობა და ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა – ენა, საჭმელი, ღვინო, კულტურა, რომელიც ქართველებს აქვთ და რაც მათ შეინარჩუნეს ყველა გამოწვევის მიუხედავად", – ამის შესახებ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები