Accentnews.ge
გერმანიაში მასშტაბური ოპერაციისა და "რეკორდული ოდენობის" კოკაინის ამოღების შესახებ განაცხადეს

გერმანიაში მასშტაბური ოპერაციისა და "რეკორდული ოდენობის" კოკაინის ამოღების შესახებ განაცხადეს

14/06/2024 09:32:53 მსოფლიო

გერმანიაში, შვიდ ფედერალურ შტატში ჩატარებული მასშტაბური რეიდის შედეგად ამოიღეს რამდენიმე მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინის რეკორდული რაოდენობა. ამის შესახებ გამოცემა Bild იტყობინება.

შტუტგარტის საბაჟო საგამოძიებო ოფისმა და დიუსელდორფის პროკურატურამ პარასკევს განაცხადეს, რომ ეს იყო "კოკაინის ყველაზე დიდი ამოღება" გერმანიაში. რა მოცულობებზეა საუბარი, ოფიციალურად არ ჟღერდება. თუმცა, გამოცემის ცნობით, საუბარია 35 ტონა ნარკოტიკულ საშუალებაზე.

შვიდი ადამიანი დააკავეს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, ბავარიაში, ბერლინში, ბრანდენბურგში, ჰამბურგში, ჰესენსა და ქვემო საქსონია ჩატარებული რეიდების ფარგლებში. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ ჟღერდება.

რამდენიმე დღის წინ გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ჰესენში დაახლოებით ნახევარი ტონა კოკაინი ამოიღეს და რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს. ამ ეტაპზე გაურკვეველია, არის არა ეს ორი ღონისძიება ერთმანეთთან კავშირში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S