Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები უკვე 17 ქვეყანასთან გააფორმა

ზელენსკი: უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები უკვე 17 ქვეყანასთან გააფორმა

14/06/2024 09:50:22 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევმა უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები უკვე 17 ქვეყანასთან გააფორმა და აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებს კიდევ 10 სახელმწიფოსთან აწარმოებს.

მისი თქმით, ძალიან კმაყოფილია შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან შეთანხმების გაფორმებით, რომლებსაც ხელი იტალიაში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ახლა უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივი შეთანხმებები „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S