Accentnews.ge
სეულმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის მიმართულებით 10 000–მდე კონტეინერის გადაზიდვა დააფიქსირა

სეულმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის მიმართულებით 10 000–მდე კონტეინერის გადაზიდვა დააფიქსირა

14/06/2024 10:27:47 მსოფლიო

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ სიკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს გაუგზავნა კონტეინერები, რომლებიც დაახლოებით 5 მილიონ საარტილერიო ჭურვი იტევს. ამის შესახებ მინისტრმა Bloomberg News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, სეულმა დააფიქსირა მინიმუმ 10,000 კონტეინერის გადაზიდვა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს 4,8 მილიონამდე საარტილერიო ჭურვს და რომლებიც ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში გაგზავნეს.

"მოსალოდნელია, რომ პუტინი ეძებს მჭიდრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით სამხედრო მარაგებში, როგორიცაა საარტილერიო ჭურვები, რომლებიც საჭიროა გამარჯვების შანსებისთვის", - თქვა შინ ვონ სიკმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ათობით ბალისტიკური რაკეტა გაგზავნა პუტინის დასახმარებლად უკრაინის წინააღმდეგ ომში.

საბრძოლო მასალის სანაცვლოდ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას გაუგზავნა ტექნოლოგია, რომელიც დაეხმარება მას ჯაშუშური თანამგზავრების ქსელის განლაგებაში, ასევე ჩვეულებრივი იარაღის, როგორიცაა ტანკები და თვითმფრინავები.

თებერვალში სეულმა განაცხადა, რომ რუსეთს შეეძლო 3 მილიონამდე საარტილერიო ჭურვი მიეღო ჩრდილოეთ კორეიდან.

სამხრეთ კორეული DongA Ilbo-ს ცნობით, პუტინი ჩრდილოეთ კორეას მომავალ კვირას ეწვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S