Accentnews.ge
ტაილანდმა განაცხადი წარადგინა BRICS-ში გაწევრიანების თაობაზე

ტაილანდმა განაცხადი წარადგინა BRICS-ში გაწევრიანების თაობაზე

14/06/2024 11:01:16 მსოფლიო

ტაილანდმა ოფიციალურად აცნობა რუსეთს BRICS-ში გაწევრიანების სურვილის შესახებ. ეს არის მოსკოვის წინადადებით შექმნილი სახელმწიფოთაშორის ეკონომიკური ორგანიზაცია.

ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარის სანჯამპონგსამ ამის შესახებ წერილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს 11 ივნისს გაუგზავნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. ის შეიძლება დამტკიცდეს ოქტომბერში, ყაზანში დაგეგმილ სამიტზე.

10 ივნისს, BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ლავროვმა ორგანიზაციის გაფართოებას უწოდა "მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების დადასტურება".

ექსპერტები ტაილანდისთვის კავშირიდან ეკონომიკურ სარგებელს უმნიშვნელოდ აფასებენ, აღნიშნავს ამერიკის ხმა. სექტემბერში ინდურმა გაზეთმა Business Standard-მა აღნიშნა, რომ ასოციაცია ხდება სინოცენტრული და ანტიდასავლური.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S