დე ფაქტო სასამართლომ აფხაზეთის ე.წ. არჩევნების შედეგები უკანონოდ სცნო

10-01-2020 23:07:15 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. შესაბამისად, "არჩევნები" დე ფაქტო კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში უნდა დაინიშნოს.

ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე ორი დღეა, დაძაბული ვითარებაა. ოპოზიციის მომხრეებს, რომლებიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა აქვთ დაკავებული.

8 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. "ცესკო"-მ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. მისი მეტოქე პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია იყო, რომელმაც ე.წ. არჩევნების შედეგები არ აღიარა და გაასაჩივრა.

ამჟამად, ე.წ. ოპოზიციის მომხრეები, რომლებიც სასამართლოსთან იყვნენ შეკრებილი, იშლებიან.

აფხაზეთში იმყოფება რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი. ის სოხუმში დღეს ჩავიდა. ის ხაჯიმბას 11 იანვარს შეხვდება.

იხილეთ ასევე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები