
მიკ ვოლასი და კლერ დეილი ევროპარლამენტში ვეღარ მოხვდნენ
14/06/2024 11:08:44 მსოფლიო
ევროპარლამენტში ირლანდიელი პოლიტიკოსები – მიკ ვოლასი და კლერ დეილი ვეღარ მოხვდნენ.
ვოლასი და დეილი წინა ევროპარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფთან, მემარცხენეები ევროპარლამენტში (The Left group in the European Parliament – GUE/NGL) ერთიანდებოდნენ, სადაც სოციალისტური, კომუნისტური და ევროსკეპტიკური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური პარტიები შედიან.
"ქართული ოცნებისადმი" ამ ევროპარლამენტარების ლოიალური პოზიცია "აგენტების კანონის" გამო საერთაშორისო კრიტიკის დროს გამოჩნდა. მაგალითად, მიკ ვოლასმა განაცხადა, რომ "ამ კანონის დაგმობა მოხდა ევროკავშირის და სხვების მხრიდან, ვისაც ან მიღებული აქვს, ან სიხარულით მიიღებდა ანალოგიურ ზომებს, არის უკიდურესი ფარისევლობა". კლერ დეილიმ კი ევროკავშირის მიდგომები გააკრიტიკა, რომ თითქოს ის "ერევა" სხვა ქვეყნის საქმეში. ისინი ასევე შემჩნეულები არიან რუსეთის მხარდაჭერაში.