Accentnews.ge
ფინეთში, სავაჭრო ცენტრში ბავშვზე დანით თავდასხმის გარემოებებს იძიებენ

ფინეთში, სავაჭრო ცენტრში ბავშვზე დანით თავდასხმის გარემოებებს იძიებენ

14/06/2024 11:36:32 მსოფლიო

ფინეთში, ოულუს სავაჭრო ცენტრში უცხოელი 12 წლის ბავშვზე დანით თავდასხმის გარემოებებს იძიებენ; თავდამსხმელს კავშირი ჰქონდა მემარჯვენე ექსტრემისტულ მოძრაობებთან. ამის შესახებ Yle იუწყება.

ფაქტი ხუთშაბათს საღამოს მოხდა ჩრდილო-დასავლეთ ფინეთში, ოულუს ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში Valkea–ში. მამაკაცმა 12 წლის ბავშვი დაჭრა და მეორე ადამიანის დაჭრა სცადა, თუმცა ვერ მოასწრო მაღაზიის დაცვისა და ინციდენტის თვითმხილველების სწრაფი რეაგირების წყალობით.

ბავშვის დაზიანებები მძიმეა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

პოლიციის თქმით, თავდამსხმელი დაახლოებით 30 წლის იყო და კავშირი ჰქონდა მემარჯვენე ექსტრემისტულ მოძრაობებთან. პოლიციამ ასევე დაადასტურა, რომ დაშავებულ ბავშვს ფინეთის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ უცხოური წარმოშობისაა.

Yle-ის წყაროების თანახმად, ეჭვმიტანილი სებასტიან ლამსია და მას უკვე ჰქონდა მრავალი პრობლემა კანონთან. მამაკაცი სავარაუდოდ ადრე იყო ნასამართლევი იუვესკილას ბიბლიოთეკაში დანით თავდასხმისთვის და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, ხოლო 12 წლის წინ დააპატიმრეს ოულუში წიწაკის სპრეის ინციდენტის შემდეგ. ის ასევე იყო სამართალდამცავების მხედველობის არეალში მემარჯვენე ექსტრემისტულ მოძრაობებთან კავშირების გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S