Accentnews.ge
შვეიცარიაში, საცხოვრებელი კორპუსის ავტოსადგომზე ძლიერი აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

შვეიცარიაში, საცხოვრებელი კორპუსის ავტოსადგომზე ძლიერი აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

14/06/2024 12:04:18 მსოფლიო

ჩრდილოეთ შვეიცარიაში საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა. ამის შესახებ AP იუწყება.

აფეთქებები ხუთშაბათს, საღამოს 7 საათზე მოხდა ციურიხის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქ ობერსიგენტალში, ნუსბაუმენის რაიონში.

პოლიციამ განაცხადა, რომ აფეთქება სავარაუდოდ უბედური შემთხვევის შედეგად იყო გამოწვეული, მაგრამ დეტალებზე არ საუბრობს.

შვეიცარიული მედიის ცნობით, აფეთქებებმა გამოიწვია ძლიერი დაკვამლიანება.

პოლიციის ცნობით, ხანძარი შენობის რამდენიმე სართულზე გავრცელდა. პარალელურად განხორციელდა ბინადრების ევაკუაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S