Accentnews.ge
სალიომ ბერლინში კონცერტზე უარი განაცხადა: ირაკლი კობახიძესთან სცენის გაზიარება მიუღებელია

სალიომ ბერლინში კონცერტზე უარი განაცხადა: ირაკლი კობახიძესთან სცენის გაზიარება მიუღებელია

14/06/2024 12:06:26 საზოგადოება

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი (სასცენო სახელით სალიო) უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელიც ბერლინში, სასტუმრო "ადლონში" 21 ივნისს უნდა გაიმართოს. როგორც მომღერალმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას აღნიშნა, მან ბენდთან ერთად ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას აპირებდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" სხვა წევრები.

"გუშინ რეპეტიცია გვქონდა და ძალიან შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით. ჩვენთვის მიუღებელია მათთან ერთად სცენის გაზიარება. რაც ხდება დღეს, როგორც იქცევიან, გამორიცხულია მათთან ერთად იგივე სცენაზე დგომა და გავაუქმეთ ეს კონცერტი. გულწრფელი პროტესტის გამო - ხალხს იჭერენ, ურეკავენ, აშანტაჟებენ და ჩვენ აღარ მივდივართ. ბილეთებიც გვქონდა, ყველაფერი, მაგრამ მთელმა ბენდმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - განუცხადა მომღერალმა "რადიო თავისუფლებას".

ბენდის კიდევ ერთი წევრის სანდრო სულაქველიძის თქმით, გუშინ შეიტყვეს, რომ ღონისძიებას პრემიერი კობახიძეც უნდა დასწრებოდა:

"ბილეთებიც ნაყიდი ჰქონდათ და გუშინ ჰქონდათ რაღაც შეხვედრა და თქვეს, რომ ევროპაში ინტეგრაციის გამო "არ გამოვა სხვანაირად, პრემიერ– მინისტრი უნდა გამოვიდესო". სალომე და პაპუნა იყვნენ (დრამერი ვინც არის) და იმათაც უთხრეს, რომ "სცენაზე არ დავდგებითო ან უკიდურეს შემთხვევაში, რამეს მივაძახებთო და განცხადებას გავაკეთებთო" და მაშინ, "სჯობს, რომ თავი შევიკავოთო". მიუღებელია ჩემთვისაც პრემიერ–მინისტრთან ერთი სივრცის გაზიარება სცენაზე. ჩემი ქვეყნის მტრად მიმაჩნია" - ამბობს სანდრო სულაქველიძე "მთავარ არხთან".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S