
NATO–ს თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების გეგმა დაამტკიცეს
14/06/2024 13:05:24 მსოფლიო
ნატოს თავდაცვის მინისტრებმა დაამტკიცეს „უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ოპერატიული გეგმა“, რომელიც ითვალისწინებს ალიანსის უფრო დიდ როლს უკრაინელი სამხედროების წვრთნებსა და მათთვის იარაღის მიწოდებაში. განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
გეგმა ითვალისწინებს, რომ სამომავლოდ ალიანსი საკუთარ თავზე აიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღების მიწოდებისა და წვრთნების საერთაშორისო კოორდინაციას.
„ჩვენ შევთანხმდით გეგმაზე, რომელიც საზღვრავს, თუ როგორ მართავს ნატო დახმარებასა და წვრთნას. ეს საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ ძალისხმევა ივლისის სამიტზე“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
კიევისთვის დახმარების კოორდინაციის შტაბი განთავსდება ვისბადენში, სამხრეთ გერმანიაში, სადაც უკვე ფუნქციონირებს აშშ-ის სამხედრო ბაზა. შტაბში 700-მდე ჯარისკაცი ნატოსა და პარტნიორი ქვეყნებიდან, ძირითადად, უკრაინიდან იმსახურებს.
როგორც ცნობილია, „ოპერატიული გეგმის“ დამტკიცებას უნგრეთი დიდი ხნის განმავლობაში ბლოკავდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანი ამბობდა, რომ ალიანსის ინიციატივას შესაძლოა რუსეთთან „პირდაპირი დაპირისპირება“ მოჰყვეს.
ბრიუსელში მინისტრთა შეხვედრამდე ორბანი შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და დათანხმდა ვეტოს მოხსნას დაპირების სანაცვლოდ, რომ უნგრეთი არ მიიღებდა მონაწილეობას უკრაინელების წვრთნაში და არ დააფინანსებდა იარაღის მიწოდებას.