Accentnews.ge
აშშ–მა შესაძლოა, საქართველოს საბაჟო სამსახურისთვის გამოყოფილი 13 მლნ დოლარის ოდენობის გრანტი შეაჩეროს

აშშ–მა შესაძლოა, საქართველოს საბაჟო სამსახურისთვის გამოყოფილი 13 მლნ დოლარის ოდენობის გრანტი შეაჩეროს

14/06/2024 13:31:11 პოლიტიკა

აშშ–მა შესაძლოა, საქართველოს საბაჟო სამსახურისთვის გამოყოფილი 13 მლნ დოლარის ოდენობის გრანტი შეაჩეროს. ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი ამ საკითხს განიხილავს თავდაპირველად "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

აღნიშნულ ცნობას აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

"როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 23 მაისს განაცხადა, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ყველა საკითხი გადაიხედება", – განუცხადა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.

მანამდე, 24 აპრილს საქართველოში აშშ–ის საელჩო იუწყებოდა, რომ ეს თანხა ( 13 მლნ დოლარი) საბაჟო სამსახურისთვის რენტგენული სკანირების აღჭურვილობის საყიდლად იყო გამიზნული:

"საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად $13 მილიონი დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადავეცით საქართველოს შემოსავლების სამსახურს.აღნიშნულის შესახებ ელჩმა დანიგანმა შემოსავლების სამსახურის უფროს ლევან კაკავასთან ერთად გამოაცხადა და მადლობა გადაუხადა ჩვენს პარტნიორებს საქართველოს შემოსავლების სამსახურში სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ მათი გულმოდგინე ძალისხმევისთვის".

ცნობისთვის: "აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S