Accentnews.ge
თბილისის საკრებულომ იპოდრომთან 79-სართულიანი ცათამბჯენის აშენებას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულომ იპოდრომთან 79-სართულიანი ცათამბჯენის აშენებას მხარი დაუჭირა

14/06/2024 14:17:50 საზოგადოება

იპოდრომთან, "ქართუ ფონდის" მიერ გაყიდულ 80,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე თბილისში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. პროექტი დღეს განიხილეს საკრებულოს სხდომაზე და დეპუტატებმა მის განხორციელებას მხარი დაუჭირეს.

პროექტის დეველოპერია "ცენტრალ პარკ ავენიუ", რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდისგან 2023 წლის ოქტომბერში შეიძინა. კომპანიის აქციონერი Wissol ჯგუფია.

საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ადგილზე შვიდი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. უძრავ ქონებაზე, რომელიც თამარაშვილის ქუჩასა და მშენებარე თბილისის ცენტრალურ პარკს შორის მდებარეობს, ექვსი ნაგებობის აშენება იგეგმება. მათ შორის ყველაზე მაღალი ნაგებობა 79 სართულიანი იქნება და მისი სიმაღლე 259 მეტრით არის განსაზღვრული.

დღეს პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება დამტკიცდა. პროცედურის თანახმად, ამის შემდეგ განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა დამტკიცდეს, რის შემდეგაც კომპანიას შეუძლია, სამშენებლო ნებართვაზე შეიტანოს მოთხოვნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S