Accentnews.ge
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს

14/06/2024 14:55:54 მსოფლიო

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გაცვლის შესახებ განაცხადეს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის შამსაილ სარალიევის თქმით, გაცვლის შედეგად რუსეთში დააბრუნეს 32 ჯარისკაცის ცხედარი. უკრაინის სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო შტაბი 254 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედრების მიღების შესახებ იტყობინება.

უკრაინის შტაბის ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა, 221 ადამიანი, დონეცკის მიმართულებით იბრძოდა. 25 ზაპოროჟიეში და ოთხი ლუგანსკის მიმართულებით დაიღუპა. კიდევ ოთხი ცხედარი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მორგებიდან გადასცეს:

"სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და სასამართლო ექსპერტები დაზარალებულების ვინაობას სწავლობენ".

ბოლოს რუსეთისა და უკრაინის მხარეებმა საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები 31 მაისს გაცვალეს. 45 ცხედარი დაბრუნდა რუსეთში, უკრაინამ 212 ჯარისკაცის ცხედარი მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S