Accentnews.ge
ოსტინი: რუსეთი უკრაინას ვერ უკარნახებს სამშვიდობო პირობებს

ოსტინი: რუსეთი უკრაინას ვერ უკარნახებს სამშვიდობო პირობებს

14/06/2024 16:00:51 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი გამოეხმაურა ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე ვლადიმირ პუტინის განცხადებას და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ვერ დააწესებს პირობებს, რადგან მისი ჯარები შეიჭრნენ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე.

"პუტინს უკანონოდ აქვს ოკუპირებული უკრაინის სუვერენული ტერიტორია. ის ვერანაირად ვერ უკარნახებს უკრაინას, რა უნდა გააკეთოს მშვიდობის დასამყარებლად. ასობით ათასი მისი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა ამ უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმის დროს. მას შეუძლო ამის დასრულება დღეს, თუ ძალიან სურს. ჩვენ მას მოვუწოდებთ გააკეთოს ეს და დატოვოს უკრაინის სუვერენული ტერიტორია" - თქვა ოსტინმა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.

პუტინმა დღეს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა და NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა დაასახელა.

ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "რუსული ნაციზმი" უწოდა, ხოლო პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

"ეს ულტიმატუმია და არაფრით განსხვავდებიან წინა ულტიმატუმებისგან. ეს ნაციზმის მეორე აღორძინებაა. ეს არის ახალი ტალღა, რადგან ეს ნაციზმი რუსულია.

ეს არის იგივე მესიჯები, რაც ჰიტლერს ჰქონდა... ას წელზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც მან თქვა: „მომეცი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ეს ყველაფერი დამთავრდებაო“. ეს ისტორიულად ტყუილია. ამის შემდეგ მან პოლონეთის ნაწილი მოითხოვა, ამის შემდეგ მოხდა მთელი ევროპის ოკუპაცია." ,– აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, "პუტინი იმავე გზას მიჰყვება [რასაც ჰიტლერი]. დღეს ის უკვე ოთხ რეგიონზე საუბრობს, მანამდე კი ეს იყო ყირიმი და დონბასი."

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S