Accentnews.ge
რუმინეთი რუსეთის დელეგაციას ეუთოს სამიტზე დასასწრებად ქვეყანაში არ შეუშვებს

რუმინეთი რუსეთის დელეგაციას ეუთოს სამიტზე დასასწრებად ქვეყანაში არ შეუშვებს

14/06/2024 18:31:27 მსოფლიო

ბუქარესტში გასამართ ეუთოს სამიტზე რუსეთის დელეგაციას არ დაუშვებენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი იტუობინება.

მისი თქმით, შესაბამისი ნოტა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს.

გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა სახელდება.

"ბუქარესტში ივნისის ბოლოს დაინიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. ჩვენ, ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა ქვეყანამ, მივიღეთ ნოტა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. მასში ნათქვამია, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გათვალისწინებით“, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის არცერთ წევრს არ ექნება ვიზა, ან ქვეყანაში შესვლის უფლება. ბრავო, რუმინელებო! თქვენ წვლილი შეგაქვთ ევროპაში თანამშრომლობისთვის ამ ოდესღაც სასარგებლო ორგანიზაციის განადგურებაში. ჩვენ აუცილებლად დავიმახსოვრებთ ამას" – წერს კარასინი ტელეგრამ–არხზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S