Accentnews.ge
ოლაფ შოლცი: ყველამ იცის, რომ ვლადიმირ პუტინის წინადადებები არასერიოზულია

ოლაფ შოლცი: ყველამ იცის, რომ ვლადიმირ პუტინის წინადადებები არასერიოზულია

15/06/2024 09:36:05 მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებს არ განუხილავთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პირობები უკრაინაში მშვიდობის შესახებ, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს სერიოზული წინადადებები არ იყო, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისი თქით, პუტინის მიერ წაყენებული პირობები, რომ უკრაინასთან სამშვიდობი მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის არმია დატოვებს ქვეყნის ოთხ რეგიონს, შეწყვეტს ბრძოლას და უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე, მხოლოდ შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის კონფერენციიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად.

„ყველამ იცის, რომ ეს წინადადება არასერიოზულია და კავშირშია შვეიცარიის მშვიდობის კონფერენციასთან“, - ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა.

პუტინმა 14 ივნისს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა და NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა დაასახელა.

ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "რუსული ნაციზმი" უწოდა, ხოლო პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

"ეს ულტიმატუმია და არაფრით განსხვავდებიან წინა ულტიმატუმებისგან. ეს ნაციზმის მეორე აღორძინებაა. ეს არის ახალი ტალღა, რადგან ეს ნაციზმი რუსულია.

ეს არის იგივე მესიჯები, რაც ჰიტლერს ჰქონდა... ას წელზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც მან თქვა: „მომეცი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ეს ყველაფერი დამთავრდებაო“. ეს ისტორიულად ტყუილია. ამის შემდეგ მან პოლონეთის ნაწილი მოითხოვა, ამის შემდეგ მოხდა მთელი ევროპის ოკუპაცია." ,– აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, "პუტინი იმავე გზას მიჰყვება [რასაც ჰიტლერი]. დღეს ის უკვე ოთხ რეგიონზე საუბრობს, მანამდე კი ეს იყო ყირიმი და დონბასი."

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S